ბიუჯეტირების და დაგეგმვის სპეციალისტი

თარიღები: 07 მაის - 25 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@borjomi.com
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)

“აი დი ეს ბორჯომი საქათველო, აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი” აცხადებს ბიუჯეტირების და დაგეგმვის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი - დ.აღმაშენებლის გამზ. #80;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, ერთ საათიანი შესვენება;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მათემატიკა-სტატისტიკის და/ან ფინანსების მიმართულებით, განიხილება დამათავრებელი კურსის სტუდენტების კანდიდატურებიც;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა - მნიშვნელოვანია ფინანსური ტერმინოლოგია;
  • პროგრამა Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა: ფინანსური მოდელირება, მათემატიკურ-სტატისტიკური და სხვა ძირითადი ფუნქიები, Pivot Table, Conditional Formating და ა.შ.;
  • სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბიუჯეტირების, დაგეგმვის ან რეპორტინგის მიმართულებით;     

 

ძირითადი ფუნქციები:

  • შემოსავლების და ხარჯების დამუშავება და პროგნოზირება გასული წლების ტრენდების გამოყენებით;
  • დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შედარება და გადახრის ანალიზი;
  • ცალკეული კომპანიების საბიუჯეტო და საპროგნოზო მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი სახსრების მოძრაობის  უწყისების მომზადება;
  • ბიუჯეტირების და პერიოდული პროგნოზირებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ნაკადების ადმინისტრირება;
  • შემდგომში დაევალება: კონსოლიდირებული ბიუჯეტის მოდელების განახლება; სხვადასხვა სცენარის გათვალისწინება; ახალი პროდუქტების თვითღირებულების გამოთვლა; Break-even analysis;
  • წარმოების გეგმის შედგენა რესურსების სხვადასხვა შეზღუდვების გათვალისწინებით;
  • სარეზერვო მარაგების დაანგარიშება;
  • საოპერაციო დაგეგმარებაში მონაწილეობა.

              

სამუშაო პროცესში თანამშრომელს ექნება აქტიური კომუნიკაცია შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტების თანამშრომლებთან, ხშირად მოუწევს გარკვეული მათემატიკური დაანგარიშებების წარმოება. მისი ძირითადი სამუშაო პროგრამები იქნება : Excel, Exact და JDA planning software.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@borjomi.com და სათაურის ველში მიუთითოთ:  B&P specialist.

რეზიუმეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25.05.18

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები: 

  • რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი უფლებას აძლევს  კომპანიას შეისწავლოს და გადაამოწმოს რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია;
  • შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს;
მსგავსი განცხადებები
AML სპეციალისტი

Next Brand


15 მაის - 13 ივნ

Audit Assistant, A3

Nexia TA


11 მაის - 09 ივნ

Audit Manager

არესემ საქართველო


10 მაის - 08 ივნ

Broker

თიბისი ბანკი


15 მაის - 29 მაის

Investor Relations & Funding Officer

Georgia Capital


22 მაის - 05 ივნ

IS Support Assistant

Company


03 მაის - 30 მაის

Junior Analyst

Mercure Tbilisi Old Town


07 მაის - 05 ივნ