მიმტანი/ბარმენი

თარიღები: 10 მაის - 08 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600 - 700
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: hr.iota.hr@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი მიმტანი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიებს, მიმტანისა და ბარმენის პოზიციებზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

1. მიმტანი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება
  • სტუმრისათვის სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პერმანენტული კომუნიკაცია
  • სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა
  • სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება
  • სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდებისა და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება)
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება სასტუმრო "იოტას" სტანდარტების მიხედვით
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • რესტორნის მომსახურების სტანდარტების კარგად ცოდნა
  • აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

 

 

ანაზღაურება: 600 ლარი

 

2. ბარმენი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
  • ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
  • რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
  • სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
  • სასტუმროს ოთახებში მინი-ბარების ორგანიზება და კონტროლი
  • სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
  • ბარში სათანადო გარემოს შექმნა, სალარო პროცესის მართვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
  • პრიორიტეტულია ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა ან/და რესტორნებში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • თანამედროვე ბარის ორგანიზაციის, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება, ვენტილაციის რეჟიმის, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომის უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

 

ანაზღაურება: 700 ლარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

 

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი" ან "ბარმენი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
ბარისტა / ბარმენი; მიმტანი

L'Eclair de génie


11 მაის - 09 ივნ

ბარისტა / მიმტანი ბათუმში

LEUVILLE


19 მაის - 28 მაის

ბარმენი/მიმტანი

კომპანია


18 მაის - 16 ივნ

ბარმენი/მიმტანი

არტ მონე


11 მაის - 09 ივნ

ბარმენი/მიმტანი

რადიო კაფე ენერჯი


07 მაის - 05 ივნ

მიმტან-ბარმენი

სასტუმრო პუშკინი


02 მაის - 31 მაის

მიმტანი

ვაგონი #7


16 მაის - 14 ივნ