სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი

თარიღები: 14 მაის - 12 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
გაყიდვები:  გაყიდვების ქოლცენტრი

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას  სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი პოზიციაზე, თბილისში.  

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა  სატელეფონო მომსახურება;
  • დეტალური სატელეფონო კონსულტატიის გაწევა მათი საჭიროების დადგენის მიზნით;
  • კომპანიის პროგრამაში მუშაობა;
  •  პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ სატელეფონო გაყიდვებში გამოცდილების მქონე პირებს);
  • გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Deutschsprachige Verkaufsagenten

Next Brand


02 მაის - 31 მაის

Deutschsprachigen Customer Service Agent/Kundendienstmitarbeiter

CMX Solutions


17 მაის - 15 ივნ

English Call Center Sales Representative

Solo studio


15 მაის - 13 ივნ

English Call Center Sales Representative in night shift

Solo studio


18 მაის - 01 ივნ

English Speaking Call Center Agent

WeCall Services


17 მაის - 31 მაის

English Speaking Call Center Sales Representative

რას გრუპი


22 მაის - 05 ივნ

English Speaking Sales Executive

მედიატორ 24


21 მაის - 19 ივნ