ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი

თარიღები: 14 მაის - 12 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი

კომპანია „მოგო“ აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

 

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკუთარი ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა/მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშრებულ პირებთან კომუნიკაცია დავალიანების აღმოფხვრის მიზნით;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და/ან წერილის გაგზავნა კლიენტებთან;
  • ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა, სესხების დაფარვის კონტროლი.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი

TWINO


25 აპრ - 24 მაის

ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი/გარე კოლექტორი

AXIFINA


16 მაის - 14 ივნ

კონტროლის ჯგუფის მენეჯერი

საქართველოს ბანკი


16 მაის - 30 მაის

ლიზინგის კურატორი

მაიფინ


22 მაის - 20 ივნ

პრობლებური აქტივების მენეჯერი თბილისსა და რეგიონებში

ტრიბა


22 მაის - 20 ივნ

პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი

ემ.კოლექტორი


14 მაის - 12 ივნ

პრობლემური სესხების ექსპერტი ზუგდიდში

პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო


27 აპრ - 26 მაის