AML სპეციალისტი

თარიღები: 15 მაის - 13 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@nextbrand.org
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)

საერთაშორისო კომპანია ნექსთ ბრენდი აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო დღეები / საათები: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 -18:00

ხელფასი: კვალიფიკაციის მიხედვით

 

ფუნქციები:

  • არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
  • გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულებაზე კონტროლი;
  • შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის;
  • გეგმიური რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა და მის გარე მოხმარებისთვის;
  • კლიენტების მიერ განხორციელებული საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და მონიტორინგი;
  • კანონმდებლობასთან შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების გაწერა;
  • კლიენტების ბაზის დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (რისკების შეფასება, ტრანზაქციების რაოდენობა და ბრუნვა, კლიენტების გეოგრაფიული მდებარეობა)
  • სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც უკავშირება ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებს.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული, ან ფინანსური მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ანალიტიკური აზროვნება
  • შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

ბენეფიტები:

  • კვალიფიციური პროფესიული ტრენინგები
  • მაღალი ხელფასი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ახალგაზრდა და მოტივირებული თანამშრომლები
  • კარიერული წინსვლის მაღალი პერსპექტივა

 

თუ თვლით, რომ შეესაბამებით ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@nextbrand.org

მსგავსი განცხადებები
Audit Assistant, A3

Nexia TA


11 მაის - 09 ივნ

Audit Manager

არესემ საქართველო


10 მაის - 08 ივნ

Broker

თიბისი ბანკი


15 მაის - 29 მაის

Investor Relations & Funding Officer

Georgia Capital


22 მაის - 05 ივნ

IS Support Assistant

Company


03 მაის - 30 მაის

Junior Analyst

Mercure Tbilisi Old Town


07 მაის - 05 ივნ

Pricing Analyst

ჯითი


21 მაის - 19 ივნ