მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი

თარიღები: 18 მაის - 31 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: project14@hr.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) კლიენტების მომსახურების მენეჯერი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს  სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.

 

საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდის მიმართულება, (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) რეკრუიტინგი, კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.

 

თუ გსურთ რომ, წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

ვაკანტური პოზიცია მოიცავს სტაჟირების პერიოდს 2 კვირიდან 1 თვემდე ვადით.

 

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური კომუნიკაცია უკვე არსებულ  კლიენტებთან
  • ახალი კლიენტების მოზიდვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი);

 

პიროვნული თვისებები:

  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • კრეატიული, ინიციატივიანი
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: project14@hr.ge

მსგავსი განცხადებები
Customer Service Assistant

GEORGIAN CARGO GROUP


17 მაის - 15 ივნ

Customer Service Representative

WorldWide Customer Service


08 მაის - 22 მაის

English Speaking Customer Support Specialist

ბიქსტრიმი


08 მაის - 06 ივნ

Sommer-Job-Programm für Schülerinnen und Schüler

arvato BERTELSMANN


01 მაის - 30 მაის

გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი ქუთაისში

ბილაინი


18 მაის - 04 ივნ

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი ბათუმში

უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი


16 მაის - 14 ივნ

ოპერატორ-მენეჯერი

იაკუძა


15 მაის - 28 მაის