ბარმენი/მიმტანი

კომპანია

თარიღები: 18 მაის - 16 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: citycorpfunds@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი მიმტანი

„იპოვე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობა“-კონფუცი

გსურს,სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში მუშაობა? მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა.

ჩვენმა კომპანიამ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა,რამაც გვიბიძგა ახალი სამუშაო ობიექტების გახსნისაკენ თბილისსა და ბათუმში.ჩვენ ვაფასებთ კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

რას გთავაზობთ:

  • დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
  • უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

 

ვაცხადებთ ვაკანსიას ბარმენისა და მიმტანის პოზიციაზე.

ბარმენი

ძირითადი მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • გუნდური მუშაობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება როგორც სტუმრებისგან,ისე მიმტანებისგან;
  • სასმელების შეთავაზება, შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა (კერძების სასმელებთან და პირიქით);
  • სასმელის ინგრედიენტების დეტალური აღწერა და რესტორნის მენიუს სრულყოფილი წარდგენა საჭიროების შემთხვევაში;
  • ბარის სისუფთავეზე ზრუნვა;

 

მიმტანი

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასიამოვნო გარეგნობა, პუნქტუალური, მოწესრიგებული;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა ან და ათვისების უნარი;
  • მომსახურებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაგიდების სერვირება;
  • მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება;
  • სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
  • სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: citycorpfunds@gmail.com და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
ბარისტა / ბარმენი; მიმტანი

L'Eclair de génie


11 მაის - 09 ივნ

ბარისტა / მიმტანი ბათუმში

LEUVILLE


19 მაის - 28 მაის

ბარმენი/მიმტანი

არტ მონე


11 მაის - 09 ივნ

ბარმენი/მიმტანი

რადიო კაფე ენერჯი


07 მაის - 05 ივნ

მიმტან-ბარმენი

სასტუმრო პუშკინი


02 მაის - 31 მაის

მიმტანი

ვაგონი #7


16 მაის - 14 ივნ

მიმტანი / ბარმენი

რესტორანი ამირა


17 მაის - 15 ივნ