მენეჯერი/სუპერვაიზერი

კომპანია

თარიღები: 18 მაის - 16 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: citycorpfunds@gmail.com
გაყიდვები:  სუპერვაიზერი

„იპოვე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობა“-კონფუცი

გსურს,სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში მუშაობა? მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა.

ჩვენმა კომპანიამ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა,რამაც გვიბიძგა ახალი სამუშაო ობიექტების გახსნისაკენ თბილისსა და ბათუმში.ჩვენ ვაფასებთ კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

რას გთავაზობთ:

  • დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
  • უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

 

ვაცხადებთ ვაკანსიას მენეჯერისა და სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მენეჯერი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;   
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;   
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;       
  • ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;   
  • გუნდური მუშაობის უნარი;   
  • მიზანმიმართული, მოტივირებული, მოწესრიგებული;       
  • სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი;
  • კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;   
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;   

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის მართვა-მონიტორინგი და კონტროლი;
  • ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება;   
  • პერსონალის ტრენინგი, მოტივაციის ამაღლება;   
  • მარკეტინგული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;   
  • დროის მენეჯმენტის სწორი განსაზღვრა და შესასრულებელი სამუშაოების წინასწარ დაგეგმვა;   
  • კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესამაბისად მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი;
  • გარეგნული იერის და ქცევის წესების დაცვის კონტროლი, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • თანამშრომლებისათვის პროდუქციის ცოდნის დონის ამაღლების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში;   

 

სუპერვაიზერი

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული , მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • დატვირთული რეჟიმიში მუშაობის  უნარი;

 

ძირითადი მოვალეობები

  • რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა;
  • სამუშაო ცვლის მართვა და კონტროლი;
  • ჯავშნების კონტროლი;
  • თანამშრომლებისგან ყოველდღიური რეპორტის ჩაბარება;
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • ინვენტარისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი;
  • სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: citycorpfunds@gmail.com და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
F&B სუპერვაიზერი

Lounge Bar


14 მაის - 12 ივნ

Meeting and Events Supervisor in Batumi

Radisson Blu Hotel Batumi


02 მაის - 31 მაის

Sales Consultants Supervisor

Samsung HRRA


18 მაის - 01 ივნ

Sales Consultants Supervisor

HRRA


23 მაის - 01 ივნ

ვაიზერი ბათუმში

გეო-ჯი


02 მაის - 31 მაის

კვებისა და სასმელების დეპარტამენტის  სუპერვაიზერი წყალტუბოში

სასტუმრო წყალტუბო პლაზა


21 მაის - 19 ივნ

მზარეული/სუპერვაიზერი ციხისძირში

სასტუმრო Castello Mare


30 აპრ - 29 მაის