სტაჟირების პროგრამა

თარიღები: 23 მაის - 21 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: hr@pharmhouse.ge
სამედიცინო:  ფარმაცია

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“  გთავაზობთ უფასო სტაჟირების პროგრამას ფარმაცევტის პოზიციაზე, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

 

პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან.

თეორიულ ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან:

  • წამლის ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
  • ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
  • სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
  • ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

 

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები კვირაში 3-ჯერ გაივლიან თეორიულ კურსს სათავო ოფისში და ყოველდღიურ პრაქტიკას აფთიაქებში, რაც სტაჟიორებს მეტ შესაძლებლობას მისცემს შეიძინონ საჭირო ცოდნა, გამოიმუშაონ პრაქტიკოსი ფარმაცევტისათვის აუცილებელი უნარები და კურსის დასრულების შემდეგ შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა.

წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან „ფარმაცევტული სახლის“ ქსელში.

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს ფარმაცევტული ან  უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტული ან სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენებისათვის;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში “subject” მიუთითოთ - სტაჟირება.

პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
კონსულტანტი

ფარმაცევტული სახლი +


12 ივნ - 11 ივლ

მორიგე ფარმაცევტი

მედიქლაბჯორჯია


24 მაის - 22 ივნ

პროდუქციის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია NOBEL


04 ივნ - 02 ივლ

სხვადასხვა ადმინისტრაციული პოზიცია ბათუმში

მედალფა ჰოსპიტალური ქსელი


24 მაის - 22 ივნ

ფარმაცევტთა გადამზადების კურსები PSP-ში სტაჟირებით/ შემდგომში დასაქმებით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


22 მაის - 20 ივნ

ფარმაცევტი

ჯიენჯი ფარმა


28 მაის - 26 ივნ

ფარმაცევტი

პსპ ფარმა


05 ივნ - 19 ივნ