თარიღები: 29 მაის - 27 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@sts.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი მთავარი ბუღალტერი

კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ დაარსდა ქართული კაპიტალით და უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ბაზარზე.  კომპანია დაინტერესებულია ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების შემოტანით საქართველოში.  ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, შვეიცარია და თურქეთი. კომპანია იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

 

პოზიცია: მთავარი ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაქვემდებარება: დირექტორი

 

მოვალეობები/პასუხისმგებლობა:

  • ბუღალტრული გატარების შესრულება და საბუღალტრო ბაზაში დროული დაფიქსირების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების მონიტორინგი;
  • ყოველთვიური მოგება-ზარალის და ბალანსის მომზადება დირექტორთან წარდგენა;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა და დეკლარაციების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება,  დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის დროულად შესრულებისა და ხარისხის კონტროლი;
  • კრედიტორების მუდმივი კონტროლი და დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა-კონტროლი;
  • დამკვეთებისთვის და მომწოდებლებისთვის ბუღალტრული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები) მომზადება საჭიროებისამებრ;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებებისა და ორგანიზაციის გამართული მუშაობისთვის საჭირო სხვა საბუღალტრო სამუშაოების შესრულება;
  • ორგანიზაციის პერსონალის სახელფასო უწყისის, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ბარათების
  • წარმოება;
  • აუდიტორებისათვის ინფორმაციის მომზადება, სამუშაო პროცესში განმარტებების მიცემა, აქტიური ურთიერთობა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბუღალტრული ან ფინანსური მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • გრძელვადიან სამშენებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების (1C) სრულყოფილად ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
  • ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
  • დეტალებზე კონცენტრირების და სტრესულ სიტუაციაში სწრაფად ორიენტირების;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ

მისამართზე: hr@sts.ge არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა. გთხოვთ თემაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 

მსგავსი განცხადებები
1C ადმინისტრატორი

HH Recruitment


14 ივნ - 20 ივნ

1C ოპერატორი

სიაფარმი


14 ივნ - 13 ივლ

1C პროგრამის რუსულენოვანი სპეციალისტი

ფარმაცევტული კომპანია 3დ


23 მაის - 21 ივნ

1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft


08 ივნ - 07 ივლ

Chief Accountant

Duty Free Aliance


04 ივნ - 03 ივლ

Chief Accountant in Tsinandali

Radisson Blu Resort Tsinandali


31 მაის - 29 ივნ

ERP - 1C განყოფილების უფროსი

HH Recruitment


14 ივნ - 21 ივნ