ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი/ოპტიკის ინსტალატორი

თარიღები: 29 მაის - 27 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას  ქსელის უმცროსი ადმინისტრატორის და ოპტიკის ინსტალატორის  პოზიციაზე .

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციისდამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდითმიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები / მოთხოვნები:

ქსელის უმცროსი ადმინისტრატორი

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • ქსელების ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);
  • უპირატესობად ჩაითვლება Mikrotik-ის მოწყობილობებთან მინიმუმ საბაზისო ცოდნა.
  • პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
  • ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია;
  • ქსელური ამოცანების გადაჭრა

ოპტიკის ინსტალატორი

  • ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • სასურველია კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

 

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

გასაუბრებაზე იქნება ცნობილი ხელფასის შესახებ(ცოდნის და გამოცდილების მიხედვით).

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.