საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

თარიღები: 30 მაის - 28 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge
საბანკო:  საბანკო(ზოგადი) სტაჟიორი (საბანკო)

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს/ საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

ქართული კრედიტი აცხადებს საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას 

ადგილმდებარეობა: თბილისი (საბურთალოს, დიდუბის, ვარკეთილისა და გლდანის ფილიალები)

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2018 წელი

 

სტაჟირება განკუთვნილია აქტიური სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, მათთვის ვისაც სურთ გამოიყენონ საზაფხულო დასვენება სამუშაო გამოცდილების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით.

სტაჟირების შემდეგ გაიცემა  სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

 

ჩვენ ვეძებთ:

  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის დაწყებითა და განვითარებით;
  • მას, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და  შრომისმოყვარე, შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • დასაქმების შესაძლებლობას სტაჟირების შემდეგ.

 

პოზიციის პირობები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა 2-დან 3 თვემდე;
  • ანაზღაურება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივლისისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მსგავსი განცხადებები
ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

ტერაბანკი


21 ივნ - 03 ივლ

Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


18 ივნ - 02 ივლ

Financial Analyst and Automation Manager

ფინკა ბანკი საქართველო


20 ივნ - 04 ივლ

Java დეველოპერი

საქართველოს ბანკი


13 ივნ - 30 ივნ

Operation-assistant

ზირაათ ბანკი


30 მაის - 28 ივნ

Senior Investment Officers

Georgia Capital


19 ივნ - 03 ივლ

Senior Software Developer

ფინკა ბანკი საქართველო


13 ივნ - 27 ივნ