ელექტრონული კომერციის სპეციალისტი
თარიღები: 28 დეკ 2017 - 18 იან
მდებარეობა: თბილისი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური ქართული
ელ. ფოსტა: genie@gita.gov.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემი”-ს პროექტის ფარგლებში ელექტრონული კომერციის სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიას ელექტრონული წიგნიერების (ელ-კომერცია, ელ-ბიზნესი, ელ-მმართველობა) მიმართულებით, შექმნის საჭირო მასალას ონალიან და ოფლაინ ტრენინგებისთვის და GENIE-ს გუნდთან და GITA-ს კონტრაქტორებთან ერთად განახორციელებს BfD-ის საპილოტე პროექტს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტს.

GENIE პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების  ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გულისხმობს ‘ინტერნეტი განვითარებისათვის’ (BfD) პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფართოზოლოვან ინტერნეტში ჩართვა, სოციალურად დაუცველთა ცოდნის ამაღლება ციფრულ წიგნიერებაში და მეწარმეებისათვის ელექტრონული კომერციის საფუძვლების შესწავლა.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1,000-მდე მეწარმის დატრენინგება ზემოთ აღნიშნული მიმართულებით. ტრენიგები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და საწყის ეტაპზე შერჩეული კანდიდატი პირადად იქნება ჩართული ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში, შემდგომ კი შესაბამისი ტრენინგ პროვაიდერის ან პროვაიდერების მოძიებაში და შერჩევის შემდგომ მათ მონიტორინგში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18 იანვარი, 2018 წელი

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე,მიბმულ ფაილში

მსგავსი განცხადებები
Account Manager

Degustate


29 დეკ 2017 - 29 იან

CEO

Company


11 იან - 11 თებ

Content Manager

CONAN GAMING


10 იან - 24 იან

Digital Marketing Manager

სოლვა


27 დეკ 2017 - 27 იან

Excel - ექსელის შემსწავლელი კურსი

ტრეინინგ ცენტრი მასკი


08 იან - 31 იან

Intern/Integrated Biodiversity Management

GIZ


09 იან - 19 იან

Marketing Manager

AIM Tour


18 დეკ 2017 - 18 იან