აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რუსთავში

თარიღები: 12 ივნ - 20 ივნ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: pr@cida.ge
TOP მენეჯმენტი:  დირექტორის მოადგილე

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის  ვაკანტურ პოზიციაზე რუსთავში.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
„სიდა“, ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობასთან თანამშრომლობის გზით, ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას, პოპულარიზაციასა და განხორციელებას, რითაც ის ხელს უწყობს ქალების, ახალგაზრდების, მიგრანტების, ეკომიგრანტების, დევნილების, სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების,  შშმ პირების, ყოფილი პატიმრების, ეროვნული უმცირესობების, პრობაციონერებისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ინდივიდუალურ განვითარებას.

 

2017-2020 წლებში სიდას საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

 

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება   
  • პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება 
  • გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება 
  • მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება 

 

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობები მოიცავს: 

  • აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ორგანიზაციის მართვის პროცესში და ორგანიზაციის ინტერესების სხვადასხვა დონეზე წარმოდგენა;
  • ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის მონიტორინგი და პროექტების მენეჯერების მხარდაჭერა პროექტის მართვის პროცესში; 
  • ფონდების მოძიება - ფონდების მოძიების გუნდის და პროცესის მართვა, ასევე პროექტების წერაში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციული განვითარების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; 
  • რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ქსელის (R-CSN) ქსელის კოორდინაცია;
  • საჭიროებისამებრ სიდას სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა. 

 

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი სამართალმცოდნეობაში, ადამიანის უფელბებში, საერთაშორისო სამართლის  ან  მომიჯნავე სპეციალობებით, ან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებში;
  • არასამთავრობო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფონდების მოძიებისა და საპროექტო განაცხადების შედგენის გამოცდილება;
  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს-სექტორთან და მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. დამატებით რუსული ან რომელიმე სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

  • კანდიდატი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს;
  • კანდიდატი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების წევრი და/ან მასთან აფილირებული პირი.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • ინოვაციური ხედვა 
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობა
  • კომუნიკაბელურობა 

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV, ორი რეკომენდატორის მითითებით, ინგლისურ ენაზე. შემდეგ მისამართზე: pr@cida.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივნისი, 18:00 სთ. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

წარმატებებს გისურვებთ!