გაყიდვების ინჟინერი

თარიღები: 13 ივნ - 12 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: Arabella.kordzakhia@danfoss.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი

დანფოსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ინჟინერის პოზიციაზე

შემოიტანე განაცხადი და გახდი საერთაშორისო გუნდის წევრი

 

დანფოსი არის კერძო, საერთაშორისო საინჟინრო ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქცია თამამად უმკლავდება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, კვების, ენერგოეფექტურობისა და კლიმატის მზარდ გამოწვევებს.

დანფოსში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 25 000 ადამიანია დასაქმებულია, სათავო ოფისი კი დანიაში, ქალაქ ნორდბურგში მდებარეობს.

 

კომპანიის საქმიანობა ძირითადად ოთხ მიმართულებას მოიცავს: გაგრილება, გათბობა, დრაივები და ჰიდრავლიკური ტექნიკა.

 

ნახეთ ვიდეო დანფოსის შესახებ

 

დანფოსი მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ათასობით სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე, კომპანია ბიზნესის განვითარებას საქართველოში გეგმავს, კერძოდ, გაგრილების, გათბობისა და დრაივების სეგმენტში.

 

ვეძებთ გაყიდვების ინჟინერს, ვინც პასუხისმგებელი იქნება გაგრილების, გათბობის და დრაივების სეგმენტზე საქართველოში!

 

 

იმ შემთხვევაში, თუ:

მომხმარებელთან თანამშრომლობა  გსიამოვნებთ, ფლობთ ინჟინერულ ცოდნასა და გაყიდვების უნარებს, შემოიტანეთ განაცხადი დანფოსის გაყიდვების ინჟინერის პოზიციაზე.



 

ყოველდღიური მოვალეობები:

  • დანფოსის წარმოდგენა და  სამიზნე მომხმარებელთან/პარტნიორებთან შეხვდრა გარკვეულ ტერიოტორიაზე.
  • მოლაპარაკებების წარმოება, გარიგება და შეკვეთები
  • კონსულტატებთან, კონტრაქტორებთან, საინსტალაციო კომპანიებთან მჭიდრო ბიზნეს კავშირის დამყარება. მომხმარებლებთან მჭიდრო კონტაქტი. დანფოსის, როგორც პრიორიტეტული პროდუქტის მაქსიმალური წარმოჩენა,
  • პრეზენტაციების მომზადება გაყიდვებზე, შეთავაზებებზე
  • მომხმარებელთა საჭიროებების შეფასება
  • საგადახდო პირობების მიხედვით ვადაგადაცილებული გადასახადების შეგროვება და საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფა.
  • მონაცემების შეგროვება HVAC ბაზრის ტენდენციებზე, კონკურენტებზე, ფასებზე. მენეჯერისთვის ადგილობრივი ბაზრის მდგომარეობაზე რეპორტების მომზადება
  • მომხმარებლების საკონტაქტო პირი. მათთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება,როგორც გაყიდვების შემდგომ ისე გაყიდვებამდე.
  • მომხმარებლებისა და გაყიდვების შენარჩუნება/ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემის გამოყენება
  •  აქტიური მონაწილეობა მარკეტინგულ აქტივობებში(გამოფენები,კვლევები და ა.შ)

 

ვის ვეძებთ:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მაგისტრატურის/ბაკალავრის ხარისხი HVAC ან ზოგადად ენერგიის სფეროში
  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება მსგავსი გაყიდვების სფეროში
  • გაგრილების, გათბობისა და დრაივების სეგმეტის ადგილობრივი ბაზრის ცოდნა
  • ყოველდღიური მოვალეობების დამოუკიდებელი შესრულება და კარგი ბიზნეს ხედვა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობა და სწრაფად სწავლის უნარი
  • მოგზაურობის შესაძლებლობა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე (B კატეგორიის მართვის მოწმობა)
  • ქართული  მშობლიური, რუსული- სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგი ცოდნა(წერითი და ვერბალური)

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

 

  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან მსოფლიოს მასშტაბით.
  • თვითგანვითარების პერსპექტივას დინამიურ და მზარდ კომპანიასთან
  • კარგ ანაზღაურებას
  • ჯანმრთლობის დაზღვევას

 

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, (მაქსიმუმ ერთი გვერდი) სადაც აღწერთ თუ როგორ ხედავთ დანფოსთან თანამშრომლობის პოტენციალს.

განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე Arabella.kordzakhia@danfoss.com

მსგავსი განცხადებები
Customer Service Representative (m/w) Touristik

arvato BERTELSMANN


06 ივნ - 05 ივლ

Customer Service Representative (m/w) Touristik

arvato BERTELSMANN


12 ივნ - 11 ივლ

Deutschesprache Telemarketer

WeCall Services


12 ივნ - 10 ივლ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


07 ივნ - 06 ივლ

English Speaking Online Sales Representative

ბიქსტრიმი


14 ივნ - 12 ივლ

English Speaking Sales Representative

Next Brand


08 ივნ - 07 ივლ

English Speaking Sales Representatives

FinTech Marketing Solutions


12 ივნ - 11 ივლ