გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თარიღები: 13 ივნ - 24 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@barth.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი

60 წელია BARTH+CO Group საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს პირველი კლასის სრულ ლოგისტიკურ სერვისს. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 1959 წელს მიუნხენი, გერმანია და დღეს წარმომადგენილია 30 ქვეყანაში ევროპის და აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით. მათ შორის წარმოდგენილია საქართველოში კომპანია BARTH LOGISTIK-ის სახით.

ბართ ლოგისტიკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ინიციატორ კადრს რომელიც მოტივირებული იქნება განვითარდეს კომპანიასთან ერთად. ასევე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეულ თანამშრომელს შევუქმნათ სასიამოვნო სამუშო გარემო და ყველა პირობა განვითარებისთვის.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • თანამშრომლების მართვა, გეგმების დასახვა და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმა, განხორციელება;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით აქტივობების დაგეგმა და მენეჯმენტთან შეთანხმება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა;
  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • პოტენციურ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნეს შეხვედრებზე/ფორუმებზე/გამოფენებზე დასწრება და კომპანიის წარდგენა;
  • იურიდიულად გამართულად და ორგანიზებულად სერვისის გაყიდვა;
  • ფინანსური შედეგების შეჯამება და კვარტლის დაგეგმა;
  • გაყიდვების გუნდის განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა;

 

მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბაკალავრის დიპლომი, უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების, ფიზიკა მათემატიკის ან ეკონომიკის განხრით;
  • სასურველია სამუშაო გამოვდილება ლოგისტიკის ან საბაჟო სერვისის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ან გერმანული B2 დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე.

 

უნარები:

  • ლიდერული / მენეჯერული უნარები;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაყიდვების უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე, ელ-ფოსტაზე: vacancy@barth.ge და გზავნილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითონ „გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 ივნისი,

გისურვებთ წარმატებას

მსგავსი განცხადებები
Customer Service Representative (m/w) Touristik

arvato BERTELSMANN


06 ივნ - 05 ივლ

Customer Service Representative (m/w) Touristik

arvato BERTELSMANN


12 ივნ - 11 ივლ

Deutschesprache Telemarketer

WeCall Services


12 ივნ - 10 ივლ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


07 ივნ - 06 ივლ

English Speaking Online Sales Representative

ბიქსტრიმი


14 ივნ - 12 ივლ

English Speaking Sales Representative

Next Brand


08 ივნ - 07 ივლ

English Speaking Sales Representatives

FinTech Marketing Solutions


12 ივნ - 11 ივლ