აკადემიური კონკურსი - მარკეტინგის მიმართულებით

თარიღები: 14 ივნ - 13 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@seu.edu.ge
ტელეფონი: 0322900000
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი ტენდერი/კონკურსი:  კონკურსი

აკადემიური კონკურსი - მარკეტინგი

საბუთების შემოტანის ვადა: 02/07/2018-13/07/2018 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებებით.

 საკონკურსო ვაკანსიები:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

 1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1.1. აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 
  • მარკეტინგის მიმართულებით პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

1.2. პროფესიული ნიშნით:

  • საზღვარგარეთ (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • საზღვარგარეთ სამეცნიერო­კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება 
  • საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 
  • მარკეტინგის მიმართულებით პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების  შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

 

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

ან

2.2. პროფესიული ნიშნით:

  • დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ­ერთი შემდეგი ნიშნით:
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მარკეტინგის სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან
  • სამეცნიერო ­კვლევითი (არანაკლებ 5 პუბლიკაციისა შესაბამის დარგში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით; 
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

2. ასისტენტ­-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

2.2. პროფესიული ნიშნით:

  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მარკეტინგის სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების  სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • უცხო ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები
  • დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);
  • რეზიუმე (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
  • კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).
  • საგანმანათლებლო პროგრამის კონცეპცია. (პროფესორის თანამდებობისთვის)

 

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;

ბ) მეორე ეტაპზე - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტებს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად. პრიორიტეტი მიენიჭება აფილირების სურვილის მქონე კონკურსანტებს.

დ) ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე 

 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2018 წლის 1 ივნისიდან
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან   2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 16-17 ივლისს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 18-27 ივლისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 28 ივლისს.
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 30 ივლისს  ჩათვლით.
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 31 ივლისს
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 1 აგვისტოს.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ­ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 032 2 90 00 00 შიდა 21 ან 032 2 90 00 00 შიდა 13

 დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://seu.edu.ge/ka/912/

მსგავსი განცხადებები
Community Relations Officer

Clean Energy Group Georgia


19 ივნ - 25 ივნ

Content Manager

Orbis Realty


07 ივნ - 06 ივლ

Deputy Chief Sales and Marketing Officer

მაქრო ქონსთრაქშენი


19 ივნ - 18 ივლ

Digital Marketing Coordinator

Chronograph Georgia


14 ივნ - 13 ივლ

English Content writer

WorldWide Customer Service


21 ივნ - 20 ივლ

Marketing Call Center Operator

BAIKAL


15 ივნ - 14 ივლ

Marketing Manager

გერსან ჯორჯია


18 ივნ - 17 ივლ