მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელი

თარიღები: 20 ივნ - 19 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: hr@pharmhouse.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)

ფარმაცევტული კომპანია  „ფარმაცევტული სახლი +“  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე ან რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა სავალდებულოა.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

მარკეტინგული ჯგუფის მართვა

  • მარკეტინგულ და გაყიდვების განყოფილებასთან ერთად სტრატეგიების დაგეგემარება; განხილვა; მონიტორინგის წარმოება;
  • საპრომოციო ჯგუფების მართვა ქ.თბილისსა და რეგიონებში;
  • დანერგვის პროცესის მართვა, კოორდინაცია და მიმდინარე შედეგების ანგარიშგება;
  • ახალი პროდუქტების პრომოუშენისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
  • ექიმებისთვის ახალი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიდგომის შემუშავება, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით;
  • პროდუქტების წარუმატებლობის მიზეზების მოკვლევა და ანალიზი;
  • პროდუქტების ასორტიმენტიდან ამოღების/ ჩანაცვლების წინადადებების მომზადება;
  • ბაზარზე გამოსული სიახლეების მონიტორინგი და ახალი პროდუქციის შესწავლა;
  • მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და ანალიზი, ასორტიმენტში არსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დანერგვასთან დაკავშირებით იდეების მოფიქრება და შეგროვება თანამშრომლებისგან;
  • არსებული პროდუქციის რეპოზიციონირების შესაძლებლობების გამოვლენა და იდეების შეგროვება;
  • პროექტების მომზადება შერჩეულ იდეებზე, ბაზრის ანალიზის, დანერგვის გეგმის, მოსალოდნელი ფინანსური ეფექტების გათვალისწინებით;

 

პასუხისმგებლობა:

  • ასორტიმენტის განვითარების გეგმის შესრულებაზე;
  • დანერგილი პროდუქტების რენტაბელურობაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

მსგავსი განცხადებები
Deputy Chief Sales and Marketing Officer

მაქრო ქონსთრაქშენი


19 ივნ - 18 ივლ

OTC Product Manager

ლე ლაბორატუა სერვიე


13 ივლ - 01 აგვ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


27 ივნ - 26 ივლ

SMM - სპეციალისტი / მარკეტინგის მენეჯერი

BBM GROUP


20 ივნ - 19 ივლ

Sports Web-Outlet Marketing Manager

Hotscore.com


29 ივნ - 28 ივლ

ვებ-გვერდისა და Facebook-ის ადმინისტრატორი

თბილისის ზღვის კლუბი


06 ივლ - 04 აგვ

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

Betlive.com


27 ივნ - 26 ივლ