სავაჭრო  წარმომადგენელი

თარიღები: 25 ივნ - 24 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: info@naturland.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სავაჭრო წარმომადგენელი

სადისტრიბუციო კომპანია "ნატურლენდი" ეძებს სავაჭრო  წარმომადგენელს, „ტიტანიას“ ბრენდისთვის, სილამაზის სალონების მიმართულებით სამუშაოდ.

კომპანია წარმოადგენს ბრენდების: „ვინი", „ნუტრილაკი", „მილინპარასი", „ტიტანია“  და „ტობიკიდსი" ექსკლუზიურ იმპორტიორს საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი: ტიტანია

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო დრო: თავისუფალი სამუშაო გრაფიკი, შესაძლებელია სხვა მსგავს სამსახურთან შეთავსება;
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი გაყიდვებიდან.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სილამაზის სალონებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • სილამაზის სალონებისთვის ბრენდ „ტიტანიას“ პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია;
  • ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ბრენდის ნაბეჭდი და სხვა პრომო მასალის გავრცელება სალონებში;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა. 

 

მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სილამაზის სალონის პროდუქციის დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია უცხოენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;
  • მართვისმოწმობა B კატეგორია;
  • სქესი: მდედრობითი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • თვითპრეზენტირების უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; 
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
     

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV   მითითებულ ელ-ფოსტაზე:  info@naturland.ge

მსგავსი განცხადებები
English or Arabic Speaking Sales Person

Finacial Company


12 ივლ - 10 აგვ

ვაიზერი

იუესფიდ


06 ივლ - 04 აგვ

მერჩენადაიზერი

ბიბლუსი


25 ივნ - 24 ივლ

მერჩენდაიზერი

სანდომი


03 ივლ - 31 ივლ

მერჩენდაიზერი

სადისტრიბუციო კომპანია არგო


19 ივნ - 18 ივლ

მერჩენდაიზერი

Global Beer Georgia


03 ივლ - 01 აგვ

მერჩენდაიზერი თბილისსა და რეგიონებში

სადისტრიბუციო კომპანია


18 ივნ - 17 ივლ