თარიღები: 27 ივნ - 26 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი) ინკასაცია (საბანკო)

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას სალაროს უფროსის პოზიციაზე, თბილისში. 

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 9 ფილიალის სახით.
კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის სალაროს თანამშრომლების ფუნქციური მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
  • სერვის ცენტრის  სალაროს მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
  • სალაროს ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა - გადაწყვეტა;
  • სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
  • ლიმიტების დარღვევის შემთხვევებში მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
  • დღის ბოლოს სალაროს თანამშრომლების ნაშთების შემოწმება;
  • სისტემატურად სალაროსა და საცავში არსებული ნაშთების საკონტროლო გადათვლა; 
  • საცავის გახსნა/დახურვა; 
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის ორგანიზება და განხორციელება; 
  • სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;  
  • მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
  • სალაროს დღიური საბუთების შემოწმება; 
  • საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა და სტიმულირება; 
  • საოპერაციო პროდუქტების გეგმების შესრულებაზე მუდმივი კონტროლი;
  • თვიური რეპორტინგი საოპერაციო პროდუქტების მიხედვით;  
  • საჭიროებისამებრ სალაროს ოპერაციების წარმოება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აქედან მსგავს პოზიციაზე - მენეჯერული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული  ენების სრულყოფილი  ცოდნა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2018 წლის 27 ივლისის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV  ან LinkedIn – ის URL მისამართი  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი რეზიუმე/CV არ იყოს განხილული.

მსგავსი განცხადებები
Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


06 ივლ - 19 ივლ

Express მოლარე-ოპერატორი ფოთში

საქართველოს ბანკი


10 ივლ - 24 ივლ

დესკის მოლარე-ოპერატორი

4Finance Group


09 ივლ - 07 აგვ

დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი

რიკო ექსპრესი


22 ივნ - 21 ივლ

დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი ბათუმში

რიკო ექსპრესი


22 ივნ - 21 ივლ

დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი გორში

რიკო ექსპრესი


22 ივნ - 21 ივლ

დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი გურჯაანში

რიკო ექსპრესი


22 ივნ - 21 ივლ