ლაბორანტი

კომპანია

თარიღები: 13 ივლ - 27 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancyabm77@gmail.com
სამედიცინო:  ლაბორატორია/პათოლოგია

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ბიოლოგიური განთლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტულურობა;
  • პასუხისმგობლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

 

სასურველია:

  • მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის და კაპილარული ელექტროფორეზის პრინციპების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა.

 

მოვალეობები:

  • მიღებული ნიმუშების დამუშავება პროტოკოლის მიხედვით;
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის ნიმუშების მომზადება (ექსტრაქცია);
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გაშვება და შედეგების ანალიზი;
  • კაპილარული ელექტროფორეზის (სანგერის სექვენირების) რეაქციის დადგმა;
  • შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • ლაბორატორიის სახარჯი მასალების და რეაქტივების აღწერა და კონტროლი;
  • ტემპერატურული, ჰიგიენური და სხვა ლაბორატორიული ნორმების ყოველდღიური მონიტორინგი და დაცვა.

 

უპირატესობა მიენიჭება მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს, აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით;

 

შერჩეული კადრი გაივლის შესაბამის ტრენინგს.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancyabm77@gmail.com

CV-ის განხილვის შემდეგ დაინიშნება გასაუბრება.

Subject ველში მიუთითეთ: ვაკანსია - მოლეკულური ლაბორატორია

მსგავსი განცხადებები
მორიგე ექიმი ლაბორანტი რეგიონებში

ჯეო ჰოსპიტალს


26 ივნ - 25 ივლ

მორიგე ექიმ-ლაბორანტი/ექიმი-ოფთალმოლოგი

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა


03 ივლ - 31 ივლ

სამანიპულაციოს ექიმი/ექთანი ბათუმში

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი


05 ივლ - 19 ივლ