ინსტალატორი/თრაბელშუთერი

თარიღები: 02 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინტერნეტ პროვაიდერი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას  ინსტალატორის/თრაბელშუთერის პოზიციაზე .

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციისდამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდითმიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

 

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები / მოთხოვნები:

ინსტალატორი

  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

 

თრაბელშუთერი

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • ქსელების ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);
  • უპირატესობად ჩაითვლება Mikrotik-ის მოწყობილობებთან მინიმუმ საბაზისო ცოდნა.
  • პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
  • ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია;
  • ქსელური ამოცანების გადაჭრა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა(უპირატესობა მიენიჭიება მინიმუმ ერთი უცხო ენის ფლობას);

 

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

გასაუბრებაზე იქნება ცნობილი ანაზღაურების შესახებ(ცოდნის და გამოცდილების მიხედვით).

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
კროსის ოპერატორი წყალტუბოში

სილქნეტი


12 ივლ - 31 ივლ