საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2017-2018 წლებში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვა

თარიღები: 06 ივლ - 24 ივლ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

იურიდიული:  საგადასახადო სამართალი

დავით პაპიაშვილის 1 დღიანი პრაქტიკული სემინარი  „საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2017-2018 წლებში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვა“

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის - Kreston International-ის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ი 2018 წლის 24 ივლისს  გიწვევთ დავით პაპიაშვილის სემინარზე  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2017-2018 წლებში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვა

 ტრენინგის თემატიკის მოკლე მიმოხოლვა:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • საგადასახადო დაბეგვრის პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სიახლეების მიმოხილვა.
  • შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომების (ე.წ. მანუალების) მიმოხილვა და მათი პრაქტიკული გამოყენება საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით.
  • საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი სხვა აქტუალური საკითხების მიმოხილვა.

 

სემინარზე სხვა საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად განხილული იქნება ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის  საკითხები როგორიცაა:

  • მცირე ბიზნესის საწარმოს სტატუსი და საგადასახადო დაბეგვრის 1% და 3%-იანი რეჟიმები. მცირე ბიზნესის საწარმოს სტატუსის მქონე პირებისთვის დაწესებული დამატებითი ვალდებულებების (რა ვალდებულებებიც ადრე არ გააჩნდათ ) მიმოხილვა.
  • ფიზიკური პირისგან მიღებული მომსახურებისთვის გადახდილი თანხებისა და ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გადახდის წყაროსთან დაკავების განახლებული წესი. გამონაკლისი შემთხვევების მიმოხილვა რა დროსაც გადახდის წყაროსთან დაკავება არ განხორციელდება.
  • ორგანიზაციების (ააიპ, სსიპ) დაბეგვრა ე.წ. გამარტივებული ესტონური მოდელის მიხედვით. 
  • ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონლის გადახდის წყაროსთან დაკავება 3%-იანი განაკვეთით.
  • სპეციალური საწარმო.
  • საგადასახადო დოკუმენტი
  • 2018 წლის ივნისის თვეში გამოქვეყნებული სხვა საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა.
  • საწარმოთა ქონების გადასახადის შემოსავლების სამსახურის მიერ საბაზრო ფასით გაანგარიშების ახალი წესი.
  • გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ახალი წესი.
  • გადახდილი დივიდენდის განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრის განახლებული მიდგომები.
  • 2017 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სხვა სიახლეების სრული მიმოხილვა.
  • 2017-2018 წლებში მიღებული სიტუაციური სახელმძღვანელოების (ე.წ. მანუალების) მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვა.
  • ავანსის დღგ-ით დაბეგვრის მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება.
  • განაწილებულ მოგების გადასახადის სიახლეების მიმოხილვა და მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება.
  • საგადასახადო კანონმდებლობაში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესული სხვა საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა.

 

ტრეინინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა და სხვა სპეციალიზებული სასწავლებლების) მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ტრენერი, Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი - დავით პაპიაშვილი.

 

სემინარის ფორმატი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები ბატონი დავითისაგან.

სემინარის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

სემინარი ჩატარდება სამშაბათს -24 ივლისს  11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 საათი

ტრენინგის ღირებულება:  120  ლარი დღგ-ს ჩათვლით

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ, რეგისტრაციის გავლისას.

რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1x_Kz0yDAjF15eTABxCRyq3Q8qDm34p7snWC-kxzgY7w/edit

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს.“თი ბი სი ბანკი“
ა.ა. GE77TB1198136020100005
სვიფტი: TBCBGE22

 

გისურვებთ წარმატებებს !

სხვა ვებ გვერდზე