დისტანციური გაყიდვების ოფიცერი გორში

თარიღები: 10 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: გორი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge
საბანკო:  საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

 

ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების ოფიცრის თანამდებობა 

 

ადგილმდებარეობა : გორი (სოფლები: შინდისი, ხვითი, ფლავი, ფლავისმანი, ტყვიავი, მარანა)

 

 

ჩვენ ვეძებთ:

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კარგად იცნობს გორს და მიმდებარე სოფლებს;
  • მას, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და  შრომისმოყვარე, შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თავისუფალ გრაფიკს;
  • მზარდ ბონუსურ ანაზღაურებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში. 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • დისტანციური გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@geocredit.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2018 წელი შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 01 აგვისტომდე.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
აქციის თანამშრომელი

თიბისი ბანკი


05 ივლ - 02 აგვ

გაყიდვების გუნდის ლიდერი რეგიონებში

ლიბერთი ბანკი


05 ივლ - 23 ივლ

გაყიდვების კონსულტანტი რეგიონებში

საქართველოს ბანკი


02 ივლ - 16 ივლ

გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორი

თიბისი ბანკი


11 ივლ - 25 ივლ

საცალო გაყიდვების ოფიცერი რუსთავში

ბაზისბანკი


09 ივლ - 23 ივლ

საცალო გაყიდვების უფროსი ოფიცერი

ბაზისბანკი


20 ივნ - 19 ივლ