ქსელის ადმინისტრატორი

თარიღები: 13 ივლ - 29 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1120
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@ag.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  სისტემური ადმინისტრატორი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების განყოფილებაში.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
  • ქსელური მოწყობილობების, როგორც აპარატურული, ასევე პროგრამული, ტესტირება;
  • კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება / მხარდაჭერა;
  • მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება;
  • ორგანიზაციის ფილიალების ქსელის პროექტირება და შემდგომ მისი დანერგვის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა;
  • სერვისების მომწოდებლებთან კოორდინაცია და მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მისი მართვა;
  • ქსელის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი რეპორტის წარმოება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების  საფუძვლების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქსელის აგების პრინციპების და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების საფუძვლიანი ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Switching, Routing პროტოკოლების, VPN, GRE, HSRP, BGP ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სასურველია: CCNA (Cisco Certified Network Associate) სერტიფიკატი.

 

სხვა მოთხოვნები:

  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება: 1120 ლარი (ხელზე).

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 29.07.2018. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „Network Administrator".

მსგავსი განცხადებები
1C ადმინისტრატორი

ჯი არ სი


20 ივნ - 19 ივლ

ERP სისტემების ადმინისტრატორი/უფროსი ადმინისტრატორი

Galt & Taggart


10 ივლ - 23 ივლ

Back-End web developer

GoTrip


25 ივნ - 20 ივლ

C ++ QT Developer

Vokalz


19 ივნ - 18 ივლ

Front-End დეველოპერი

Multi Task


05 ივლ - 03 აგვ

Geographic Information System (GIS) სპეციალისტი

Marchenko plus


26 ივნ - 24 ივლ

GNU/Linux Administrator

ბიქსტრიმი


02 ივლ - 31 ივლ