საწყობის სპეციალისტი

თარიღები: 13 ივლ - 11 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@saga.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი

უკვე 24  წელია „საგა იმპექსი“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში. 9 ფილიალითა და 200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.

 

საგა ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს ცენტრალურ საწყობში სამუშაობ თბილისში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას  საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანისთვის კარგი ფიზიკური ძალა, ფუნქცია მოვალეობებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია განვითარებაზე ორიენტირებული და მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მალე გაერკვევიან HVAC სფეროში, სასაწყობე ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიებში, ექნებათ წინსვლის სურვილი და ჟინი.

 

სამუშაო ადგილი: აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის 5/10

სამუშაო განაკვეთი: 6 დღე - ხუთი დღე 10:00-18:00, ერთი მოკლე დღე 10:00-16:00

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში/პოზიციაზე
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით

 

შესასრულებელი ფუნქციები:

  • გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ცხელი წყლის სისტემების შესწავლა
  • საწყობში შემოსული ახალი პროდუქციის დასაწყობება
  • თბილისის ობიექტებიდან რეგიონებში წასაღები შეკვეთების მოგროვება და მობილიზება
  • საჭიროების შემთხვევაში, მძღოლთან ერთად პროდუქციის ლოკაციაზე მიტანა და ჩაბარება

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო სისტემას
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებებს

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე იმეილზე: vacancy@saga.ge  2018 წლის 13 აგვისტომდე.

იმისთვის, რომ კომპანიამ განიხილოს თქვენი კანდიდატურა, ელექტრონული წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საგა წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი განცხადებები
Buyer/Warehouse Chief

Construction Company


17 ივლ - 15 აგვ

ამწყობი/მუშა

JYSK


16 ივლ - 14 აგვ

დამხმარე მუშა

გოფრატარა


09 ივლ - 31 ივლ

დამხმარე მუშა

ბიოფარმი


26 ივნ - 25 ივლ

დამხმარე მუშა ქუთაისში

ინდ-მეწარმე მანანა ზაქარაშვილი


11 ივლ - 09 აგვ

დამხმარე მუშა ქუთაისში

ინდ-მეწარმე მანანა ზაქარაშვილი


11 ივლ - 09 აგვ

დამხმარე ოპერატორი/მუშა

ნიუპაკი


29 ივნ - 28 ივლ