19 აგვ - 18 სექ
ვიპ
ავტონაწილების გამცემი ოპერატორი
თბილისი, ფონიჭალა
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
ანაზაურება: 1000-1200 Net + კვარტალური ბონუსი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
10:00-14:00 (შაბათი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის დროული და ეფექტური მომსახურების გაწევაკომპანიის შიდა სტანდარტების სრულად დაცვა.
  • გაყიდვის სივრცეში ნაწილების განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, თაროების პერიოდული შევსება საჭიროებისამებრ;
  • სწორი მარაგების არსებობის მიზნით, ავტონაწილების შეკვეთის ფორმირების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • შრომისმოყვარე
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: jibuti.tinatin@gmail.com და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მოლარე ოპერატორი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 396
უნიკალური ნახვები 393