22 აგვ - 20 სექ
კვების და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს კვების და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: გენერალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:
  • F&B დეპარტამენტის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება
  • სერვისისა და სამზარეულოს გუნდების განვითარებაზე ზრუნვა, მათი ეფექტური მართვა, შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით
  • F&B დეპარტამენტის ბიუჯეტირება, მომწოდებლებთან თანამშრომლობის, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა მიმართულებების რეპორტინგ-სისტემის დანერგვა, ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით
  • ობიექტის კონცეფციისა და მენიუების დამუშავება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით
  • სტუმართა კმაყოფილებისა და F&B-ხარისხის მონიტორინგი

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხოენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@marcopolo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Hotel Gudauri-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვებისა და სასმელების მენეჯერი
ნახვები 107
უნიკალური ნახვები 110