14 სექ - 28 სექ
სტარტი
ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი, დოქტორი.
  • გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

სკოლის დეკანის ფუნქციები:
  • უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
  • შეიმუშავებს სკოლის დებულებას;
  • თავმჯდომარეობს სკოლის საბჭოს სხდომებს;
  • აკადემიის მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, სკოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ანგარიშების რექტორისთვის წარდგენა;
  • ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს სასწავლო წლის/სემესტრის დასაგეგმად: განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვებს, საშტატო ერთეულების შესაბამისად, მოსაწვევ პერსონალს;
  • შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამების განახლების, მოდიფიცირების და განხორციელების თაობაზე;
  • ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურს აწვდის ინფორმაციას მოწვეული პერსონალის მიერ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
  • მონაწილეობს სკოლის ბიუჯეტის შედგენაში;
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
  • მონაწილეობას იღებს აკადემიაში მობილობის პროცესში (ამზადებს მობილობის დასკვნებს - შიდა/გარე და ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პრგრამებს) და სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცესში;
  • წარმართავს და ახორციელებს ურთიერთობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, პასუხისმგებელია სკოლის იმიჯზე, შიდა და გარე კომუნიკაციებზე;
  • ახორციელებს ამ დებულებითა და სკოლის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.სკოლის საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება სკოლის დებულებით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 30 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 2 36 91 60
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 129
უნიკალური ნახვები 124