30 აგვ - 21 სექ
მითერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში მითერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • თეგეტა მოტორსის მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
  • ცენტრში შემოსული მომხმარებლებისთვის ჩაისა და ყავის შეთავაზება;
  • შოურუმის სისუფთავესა და მოწესრიგებულობაზე მუდმივი ზრუნვა - სტენდებზე ინფორმაციის განახლება,
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პრომოცია;
  • მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

  • სასურველია მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;


მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1468

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
ადმინისტრაცია
რეცეფციონისტი
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 142
უნიკალური ნახვები 142