02 სექ - 01 ოქტ
რეზერვაციების აგენტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო ,,ბოდბე“ აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე
მდებარეობა : თბილისი

ჩვენ შესახებ :
სასტუმრო ,,ბოდბე“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს შემოდგომიდან სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შესთავაზებს.

ფუნქცია-მოვალეობები :
  • ჯავშნების მიღება, როგორც ტელეფონით, ისე წერილობით;
  • ჯავშნების შემოწმება და რეგისტრაცია ინდივიდუალური/ჯგუფური;
  • მიმოწერის წარმოება (ელ.ფოსტა, სოციალური და სასტუმროს გაყიდვების სხვა არხები);
  • სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა სასტუმროში არსებული ნომრების კატეგორიასა და მათ ფასებზე, რათა შესაძლებელი იყოს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის;
  • სასტუმროს სამუშაო პროგრამაში სტუმრის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვა ;
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირთან ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
  • სასურველია სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ;
  • ინგლისური ენის ცოდნა ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ,,რეზერვაციების აგენტი“
წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები
ნახვები 105
უნიკალური ნახვები 104