10 სექ - 09 ოქტ
ქოლცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი - თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 6 სამუშაო დღე.
ცვლები - 4 ცვლა: 09:00-15:00; 10:00-16:00; 11:00-17:00; 15:00-21:00, არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.

ფუნქცია-მოვალეობები
  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური - (B1-B2)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი“

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 76