12 სექ - 11 ოქტ
რეგრესისა და დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას რეგრესისა და დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია იურიდიული ან ფინანსების მიმართულებით;
  • სადაზღვევო ან საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • რეგრესორებსა და დებიტორებთან ურთიერთობა (სატელეფონო კომუნიკაცია, პირისპირ შეხვედრები);
  • რეგრესულ/დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
  • მომხმარებლებთან შეთანხმებების მომზადება;
  • მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • ენერგიულობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 36