17 სექ - 16 ოქტ
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული სამსახურების ფუნქციონირების და პროცესების ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, დანერგილი რეკომენდაციების მონიტორინგი;
  • კომპანიის ხარისხის მართვის პოლიტიკის/სტანდარტის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიის მიერ დასახული ხარისხის მართვის და მაჩვენებლების კონტროლი;
  • კანონებთან და რეგულაციებთან, ასევე შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მონიტორინგის გაწევა შესრულების ინდიკატორებისა (KPI) და ხარისხის საზომებისათვის;
  • კონკრეტული ხარისხის კრიტერიუმების/ინდიკატორების ჩამოყალიბება და პერიოდული მონიტორინგი;
  • ხარისხის გაუმჯობესების კუთხით პერსონალის ტრენინგებისა და სწავლებების უზრუნველყოფა;
  • მესამე პირების მიერ (მომსახურე კომპანიები) გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის დონის მუდმივი მონიტორინგი/შეფასება/უკუკავშირი რეკომენდაციების სახით;
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროების გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა და დანერგვა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება;
  • ხარისხის სისტემის და შიდა პროცესების ეფექტურობის პერიოდული შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
  • დეპარტამენტის ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების მართვა;
  • კომპანიაში შემოსული ელექტრონული, წერილობითი და სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების და უკუკავშირის პროცესის მონიტორინგი. მაკონტროლებელ ორგანოსთან შესაბამისი ანგარიშგების მომზადების კოორდინირება, შიდა რეპორტის და რეკომენდაციის მომზადება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება;
  • კომპანიის მიმდინარე სტრატეგიულ პროცესებში მონაწილეობა პროფილური ან არაპროფილური მიმართულებით;
  • ანგარიშგება გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა.

უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე hralpha@alpha.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 25