17 სექ - 25 სექ
გუმათჰესის მძღოლი-მომმარაგებელი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიციის დასახელება: გუმათჰესის მძღოლი-მომმარაგებელი
კომპანია: სს “ეპ გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2024 წ.

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს გუმათჰესის მძღოლი-მომმარაგებლის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • კომპანიის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, ტრანსპორტირება და ჩაბარება კომპანიის ობიექტებზე.
  • ავტომობილის მართვა;
  • ავტომობილის საწვავ-საპოხი და გამაგრილებელი სითხეებით შევსება;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
  • ავტომობილზე ტვირთის დატვირთვა, განლაგება და ავტომობილის ძარაზე დამაგრებაზე კონტროლის გაწევა;
  • ავტომობილის მუშაობის დროს ისეთი მცირე დაზიანებების აღმოფხვრა, რომლებიც არ საჭიროებენ რომელიმე მექანიზმის დაშლას;
  • სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ზედნადებებითა და სხვა საბუთებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ნედლეული, მასალები, მოწყობილობები, მაკომპლექტებელი ნაკეთობანი, ინვენტარი, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) მიღება;
  • სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება ტვირთის მიღებასა და ჩაბარებაზე;
  • მასალების შეძენა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კომპანიის სათანადო ობიექტზე ტრანსპორტირებისა და ტვირთის უსაფრთხოდ და დროული მიტანის განხორციელების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 36