17 სექ - 26 სექ
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების სამსახურის II კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სახელმწიფო შესყიდვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • საქართველოში მოქმედი, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების მიღების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება; სატენდერო ხელშეკრულებების და ცვლილებების პროექტების მომზადება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების და ცვლილებების პროექტების მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება. გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულებში (CMR, SMP) კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის საფუძველზე, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) დოკუმენტაციის მომზადებისა და ელექტრონული პროცესის მონიტორინგი;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის საფუძველზე ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი;
  • ასრულებს უშალო ხელმძღვანელის მითითებს და დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია ეკონომიკა/ფინანსები/ სამართალი;
  • სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო შესყიდვების ან/და საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
  • უცხო ენა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა. სასურველია პროგრამა "FMG"-ის ცოდნა.

საკანონმდებლო მოთხოვნები:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის N495 დადგენილება;
  • შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
  • შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,;
  • სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
  • კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 26 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13