დღეს - 26 ოქტ
დღის ცვლის საწყობის ტვირთის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 23 80 03
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის ტვირთის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1200 ლარი
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან 17:00 საათამდე
მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:
  • აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
  • ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
  • საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
  • პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
  • პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
  • ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
  • აუცილებელია ჰქონდეს სასაწყობე მტვირთავის მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
  • თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

ჩვენი უპირატესობები:
  • გამართული სამუშაო პროცესი;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/8573abf78c250deb031f1e60917e5fec
დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 23 80 03
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8