დღეს - 26 ოქტ
ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს "სუში მანია", აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) (როგორც დღის, ასევე ღამის ცვლები.)

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება-გადანაწილება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის ხარისხიანად და დროულად მიწოდების კონტროლი;
  • სალაროს კონტროლი;
  • ძირითადი ფორმების და დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ - ჩვევები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • საბონუსე სისტემას
  • განვითარების პერსპექტივას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@vvcapital.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშავოს თქვნი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9