დღეს - 26 ოქტ
მზარეულის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს "სუში მანია", აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) (როგორც დღის, ასევე ღამის ცვლები)

ძირითადი მოვალეობები:
  • მოამზადოს ნახევარფაბრიკატები ორგანიზაციაში დადგენილი წესის მიხედვით;
  • შეინახოს ნახევარფაბრიკატები ორგანიზაციაში არსებული წესის შესაბამისად;
  • სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სუშეფის დავალებების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • საბონუსე სისტემას
  • განვითარების პერსპექტივას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს
  • სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო, ჩვენ ყველაფერს შეგასწავლით!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@vvcapital.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეულის დამხმარე".
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშავოს თქვნი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2