დღეს - 11 ოქტ
სტარტი
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიცია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
თარიღი: 27/09/2024-11/10/2024
სამუშაო ადგილი : ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში.
(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა)

ძირითადი მოვალეობები :
  • CT და MRT კვლევისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება (მათ შორის პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია);
  • პაციენტის სრულყოფილი მომზადება გამოკვლევისთვის;
  • პაციენტის კვლევის შედეგების მომზადება და შესაბამის პროგრამებში ატვირთვა;
  • კვლევისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
  • საშუალო სპეციალიზირებული განათლება მედდის კვალიფიკაციით (არ განიხილებიან სტუდენტები და რეზიდენტები);
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11/10/2024

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
მედდა
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4