დღეს - 26 ოქტ
სტარტი
ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზირებული აღრიცხვის ექსპერტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზირებული აღრიცხვის ექსპერტის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:
  • აღრიცხვაში IFRS ახალი მოთხოვნების დანერგვა და ახალი დავალებების ფორმირებაში მონაწილეობა;
  • აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების აღმოჩენა საოპერაციოს რისკის კუთხით. მათი გამოსწორების გეგმის შემუშავება;
  • აღრიცხვის ახალი სტანდარტების გაწერა, არსებულ სტანდარტებში ცვლილებების გამხორციელება;
  • შიდა პროგრამაში აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების გამოსწორებაში ჩართულობა, შემოსული ბიზნეს მოთხოვნების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ბიზნეს უწყვეტობისთვის;
  • ახალი პროექტების განხორციელება აღრიცხვის მიმართულებაში;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • სრული უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • სასურველია ინგლისური ენის ფლობა;
  • ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზირებული აღრიცხვის ექსპერტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5