01 ოქტ - 12 ოქტ
სტანდარტი
სამედიცინო ტექნიკის და ელექტრო დანადგარების უმცროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო ტექნიკის და ელექტრო დანადგარების უმცროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2024

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • კომპანიაში მიმდინარე ტექნიკური მომსახურების პროცესებში ჩართვა და ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე, ობიექტებზე გასვლით, დამოუკიდებლად ან უშუალო უფროსის მეთვალყურეობით;
  • სამედიცინო დანადგარების მონტაჟი, აწყობა, შეკეთება, შეძენა, ტექნიკური მომსახურების პროცესში ჩართულობა დამოუკიდებლად ან უშუალო უფროსის მეთვალყურეობით;
  • სამედიცინო დანადგარებისთვის მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის განაცხადების შედგენა დამოუკიდებლად ან უშუალო უფროსის მეთვალყურეობით;
  • საოფისე ინვენტარის ტექნიკური მხარდაჭერა დამოუკიდებლად ან უშუალო უფროსის მეთვალყურეობით;
  • შესყიდვების გუნდის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური დანადგარების მოძიება და ანალიზი; ტექნიკური აპარატურის შესყიდვის პროცესში გამყიდველის ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციების გავლა; კლიენტებთან პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაზიარება და არგუმენტირებული რჩევის მიცება;
  • ორგანიზაციაში არსებული მარაგების კონტროლი და აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება და ანგარიშგება; შესრულებული სამუშაოების აღწერა, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
  • მაცივრებისა და სამედიცინო დანადგარების (თერმოსტატი, ცენტრიფუგა, ტემპერატურული გარდამსახები, სასწორები, ინფუზომატი) ტექნიკური მხარის მოწესრიგება;
  • გეგმიურ შემოწმებებზე და გამოძახებებზე სიარული, ხელმძღვანელისგან მიღებული ინსტრუქტაჟის შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა დამოუკიდებლად ან უშუალო უფროსის მეთვალყურეობით;
  • გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლებელია მოუწიოს გარკვეული ტექნიკური დანადგარების ან აღჭურვილობის დამკვეთთან მიტანა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ინლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (შეეძლოს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაგება);
  • ელექტრო მოწყობილობების და მათი მუშაობის სპეციფიკის საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა - მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ავტოტრანსპორტისთვის.

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • ტექნიკური უნარები
  • დისციპლინირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

წარმატებას გისურვებთ!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 49