03 ოქტ - 01 ნოე
მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა;
  • მარკეტინგის მიმართულებით სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდა;
  • გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
  • ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშვება;
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
  • მარკეტინგულ კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, ვებ-დეველოპერებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა და საქმიანობის მართვა;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
  • კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნა;
  • თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის სხვა ხელმძღვანელ რგოლებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება.

უნარები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი.

კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
  • წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • პრაქტიკული დავალება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ მარკეტინგის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 18