17 ოქტ - 15 ნოე
სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია „ედლაინი“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამკვეთების მოძიება და მათთვის მომსახურების გაწევა;
  • შესაბამისი პროდუქტების შეთავაზების მომზადება;
  • გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა;
  • შესრულებული სამუშაოს მონაცემების მიწოდება მენეჯერისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური;
  • ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ნოემბერი.


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 70
უნიკალური ნახვები 68