25 ოქტ - 23 ნოე
სტანდარტი
სამშენებლო პროექტების დაგეგმარების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bemoni.com
შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების დაგეგმარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუქცია-მოვალეობები:
- პროექტებისათვის გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესრულება;
- პროექტებთან დაკავშირებული ხარჯების, გეგმებისა და პროცედურების კოორდინაცია;
- პროექტის თითოეული ეტაპის შესახებ ანგარიშგების მომზადება და საბოლოო შედეგის რეპორტის სახით წარდგენა;
- პროექტის შესაძლო ფინანსური რისკებისა და გადახარჯვის პრევენცია/დაგეგმვა;
- პროექტის პროგრესის შესახებ კომპანიის მენეჯმენტთან ანგარიშგება;
- პროექტისთვის მასალების, საჭირო მანქანა-მექანიზმის შეკვეთების დაგეგმვა და წინასწარი შესრულების/განფასების პროცესის მონიტორინგი;
- პროექტის/შეკვეთის შესრულების ვადების განსაზღვრა, სახელშეკრულებო და ფაქტიური ვადების თანხვედრის მდგომარეობის ანალიზი და რეაგირება;
- პროექტის მომგებიანობაზე ინფორმაციის ფლობა,
- პროექტისთვის შეკვეთების მონიტორიგნი, ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- პროგრამა Primavera ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პირადი უნარ-ჩვენები:
- პუნქტუალურობის და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
- დროის რაციონალურად მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2024 წლის 24 ნოემბრისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 61
უნიკალური ნახვები 59