05 ნოე - 30 ნოე
სტანდარტი
საქმეთა მწარმოებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ელტეგი“ 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge

„ელტეგი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას „საქმეთა მწარმოებლის“ პოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტებზე დანადგარების დასაწყობების და მონტაჟის პროცესების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • ყოველდღიურად, მომდევნო დღისათვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
  • მონტაჟის ბრიგადების ობიექტებზე გადანაწილება მონტაჟის სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტებზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • დღის განმავლობაში ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • მემონტაჟე გუნდის (ხელოსნების) დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად სამუშაოს დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განვლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • სასურველია საინჟინრო პროგრამების ცოდნა AutoCAD;ArchiCAD;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ.წამებულის გამზირი N41;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Lkapanadze@elteg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 76
უნიკალური ნახვები 75