შემდეგი
01 ნოე - 30 ნოე
VIP მომსახურების შესყიდვების მენეჯერი/VIP მომსახურების სტაჟიორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების შესყიდვების მენეჯერის და VIP მომსახურების სტაჟიორის პოზიციაზე, თბილისი;
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო
პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი
ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების
საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
VIP მომსახურების გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
- წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
- ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შეთავაზებების მომზადება და გადაგზავნა;
- კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- სტანდარტული დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- აუცილებელია მათემატიკური უნარები;
VIP მომსახურების სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
- წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
- ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შეთავაზებების მომზადება და გადაგზავნა;
- კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- სტანდარტული დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მათემატიკური უნარები;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
- დარწმუნებისა და მოლაპარაკებების კარგი უნარ-ჩვევები;
- მათემატიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის
დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის
დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი
დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 16