04 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის თანაშემწე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@zhordaniaclinic.ge
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;
განყოფილება: პოსტოპერაციული სამსახური
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- პაციენტის წინა საოპერაციოდ მომზადება;
- პაციენტის ტრანსპორტირება კვლევებში და საოპერაციოში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@zhordaniaclinic.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ექთნის თანაშემწე“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 40
უნიკალური ნახვები 39