06 ნოე - 17 ნოე
ღია მეცნიერების ბიბლიოთეკარი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას, ღია მეცნიერების დეპარტამენტის ღია მეცნიერების განვითარების განყოფილების ღია მეცნიერების ბიბლიოთეკარი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მონაწილეობს ღია მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში
  • ამზადებს და ატარებს იუნესკოს ეგიდით რეკომენდირებულ ღია მეცნიერების მიმართულებების შესაბამის საინფორმაციო შეხვედრებს
  • ამზადებს და ატარებს ღია მეცნიერების FAIR პრინციპების შესაბამის ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს
  • ეწევა საინფორმაციო საკონსულტაციო საქმიანობას მკვლევარებსა და მეცნიერებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

ენების ცოდნა:
  • ინგლისური B2

პიროვნული უნარები:
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.

საოფისე პროგრამების ცოდნა:
  • Microsoft Word;
  • Microsoft Excel;
  • Microsoft PowerPoint.

თანამდებობრივი სარგო დარიცხული 1000 ლარი. (ამ თანხას აკლდება საშემოსავლო და საპენსიო)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი ჩათვლით 2024 წელი;
გისურვებთ წარმატებებს!


ადმინისტრაცია
ბიბლიოთეკარი
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13