შემდეგი
06 ნოე - 05 დეკ
იურისტ-ადმინისტრატორი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@lendup.ge
ლენდაფი ცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: რუსთავი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი, რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფონანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას.
ლენდაფის მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გარფიკი
უნარები:
- ლოგიკური აზროვნება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- ანალიტიკური აზროვნება
- კრიტიკული აზროვნება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საკითხის სწრაფად ათვისების უნარი
- ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება (ადმინისტრატორის მიმართულებით) ჩაითვლება უპირატესობად
მოთხოვნები:
- იურიდიული განათლება ბაკალავრის ხარისხი
- Microsoft Office-MS EXCEL -ის ცოდნა
- სამოქალაქო, სამართლის ცოდნა
სამუშაოს აღწერა:
- ხელშეკრულებების მომზადება, პროგრამული რეგისტრაცია
- სერვის ცენტრში წარმოშობილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი და მათი გადაწყვეტა;
- სერვის ცენტრში არსებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- სერვის ცენტრისთვის განკუთვნილი კორესპონდეციის გაგზავნა მიღება;
- ორგანიზაციის კლიენტებთან კონტაქტი, მომსახურების გაწევა;
- ორგანიზაციაში დადგენილი და განსაზღვრული იურისტ-ადმინისტრატორის სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lendup.ge
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მისო ლენდაფ"-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 [ორი] თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ში გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ში იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 1
უნიკალური ნახვები 1